სოფელ ჩხორიაში 20 მარტს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

0

axsniliaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად 20 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. სამეგრელოს პოლიციის თანამშრომლებმა ბანდიტური დაჯგუფების ერთი წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მკვიდრი, 29 წლის რომან არქანია დააკავა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით დაკავება გუშინ  გამთენიისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოხდა. რომან არქანია ადრე ყაჩაღობის ბრალდებით არის ნასამართლევი. მას ბრალად მიკროავტობუსის მგზავრების დაყაჩაღება ედებოდა. აღნიშნული ფაქტი 2009 წელს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, ღამით,  12 საათზე სოფელ ჩხორიაში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა.  მძარცველებმა ოჯახის უფროსი სასტიკად აწამეს და დააუთოვეს. ოჯახის სხვა დანარჩენ წევრებს  მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მძარცველები ორი საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს აწამებდნენ.