სოფელ ცაიშის მკვიდრმა ზუგდიდი–თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა (VIDEO)

0
Syntax error in album specification. Album does not exist: 4

protestiზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესასვლელში, სოფელ ცაიშთან ადგილობრივმა მკვიდრმა ჯ.გ–მ უცნაური აქცია მოაწყო და თბილისი ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტა. ჯ.გ არაფხიზელ მდგომარეობაშიც იყო, თუმცა როგორც სოფელ ცაიშის მოსახლეობა აცხადებს აღნიშნული პიროვნება ფსიქიურადაც გაუწონასწორებელია.

ჯ.გ პრესასთან გაურკვეველი სიტყვებით საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ახლობლებისა და ქვეყნის ხელისუფლების ადგილზე მოსვლას ითხოვდა.”მე არ გამიყიდია არაფერი”, “მე თქვენთან ცხოვრება მინდა”, “მე ვითხოვ პრეზიდენტისა და ჩემი ახლობლების მოსვლას”– ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა ზუგდიდი–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე წამოწოლილი ჯ.გ

ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოვიდა ზუგდიდის საპატრულო პოლიციის მორიგე ჯგუფი და გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოდახმარების ბრიგადაც, რომელმაც ჯ.გ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: