სოფელ ჭითაწყარში ავტომანქანა აფეთქდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

0

manqanaზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში უბედური შემთხვევა მოხდა. ამავე სოფელში მდებარე ბუნებრივი აირის გასამართ სადგურთან ავტომანქანა “Opel-corsa” აფეთქდა. აფეთქების შედეგად ბუნებრივი აირის გასამართი სადგურის მორიგე ოპერატორი ჯიქია კობა ადგილზე გარდაიცვალა.თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება მანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა, რა დროსაც მოულოდნელად აფექდა გაზის ბალონი.

ამ წუთებისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო კიდევ ორმა პირმა, რომელიც ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაშია” გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების განცხადებით დაზარალებულ პირებს ამბულატორიულ მკურნალობას დაუნიშნავენ.

ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები. ადგილზე მიმდინარეობს მოკვლევა და საგამოძიებო სამუშაოები. აფეთქების მიზეზები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: