სოფელ ჭითაწყარში გზის მოასფალტება დასრულდა

0

10505143_634891316644059_9013299442612806806_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგო. 631 მეტრის გზის მონაკვეთი, რომლის სიგანე 5 მეტრს შეადგენს, ხუბულავას ქუჩიდან იწყება და სასაფლაოსთან მთავრდება.

აღნიშნული გზით სარგებლობენ, როგორც ცაიშის ასევე სოფ. ჭითაწყარის მაცხოვრებლები და დევნილი მოსახლეობა. გზა სატრანსპორტო დანიშნულებისაა და დღე –ღამის განმავლობაში 200-დან 300 სატრანსპორტო საშუალება გადის. პროექტის განხორციელებით წელიწადში 8000–მდე ადამიანი მიიღებს სარგებელს. გზა სრულად რეალიზებაში რამდენიმე დღეში ჩაეშვება.

სხვა ახალი ამბები: