სოფელ ჭოღაში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ სახლს ხანძრი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

0

11149446_1086802604670025_5613457194906370791_nდღეს, გამთენიისას, სოფელ ჭოღაში მცხოვრებ ზაური ფაცაციას საცხოვრებელი სახლები ხანძრის შედეგად დაიწვა. ცეცხლი ჯერ ერთსართულიან სახლს გაუჩნდა და უსწრაფესად გადაედო იქვე მდებარე ორსართულიან კაპიტალურ შენობას, რის შედეგადაც დარჩენილია მხოლოდ სახლის პირველი სართული. დაზარალებულთა განცხადებით , ვერ მოხერხდა ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის გადარჩენა. ასევე, განადგურდა 1 ტონა თხილი და 6 ტონამდე სიმინდი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულიქნა ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი ეკიპაჟი, საჭირო გახდა, ასევე, დამატებითი ჯგუფების გამოძახება ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

10997629_1086802681336684_3501429569415897533_n10929559_1086802811336671_4435718112587314224_n1907646_1086802631336689_7735341787970474843_nსაბედნიეროდ , არ არიან დაშავებულები, არ არის მსხვერპლი. ადგილზე იმყოფებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია. დათო გოგუას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალური დახმარება გაეწევა. ამ ეტაპზე მოხდება მათი უზრუნველყოფა სამშენებლო მასალებით.