სოფელ ხეთას მოსახლეობა კარიერების აფეთქებების შეჩერებას მოითხოვს

0

aqcia xetashiხობის რაიონის სოფელ ხეთაში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ეგრეთწოდებული ხეთის მეურნეობაში მომუშავე შპს „ხეთას დაფნა ციტრუსის“ მიერ კარიერების აფეთქებების შეჩერებას მოითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, აფეთქებების დროს წყლის მილები დაზიანდა და სოფელს დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები კომპანიას ასევე ხე-ტყის უკანონო ჭრაში ადანაშაულებენ. მოსახლეობამ, პროტესტის ნიშნად, დღეს საწარმოსთან მისასვლელი გზა გადაკეტა.

საწარმოს წარმომადგენლები მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, მათთან ყველა საკითხზე თანამშრომლობისთვის.