სოფელ ხურჩასთან რუსმა ოკუპანტებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს

0

xurchaaaaსოფელ ხურჩადან ოკუპანტებმა დაახლოებით 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახური ავრცელებს. მათი განმარტებით, ოთარ ბერია მისივე ნაკვეთიდან გაიტაცეს, რასაც წინ დაპირისპირება უძღოდა.

ბერია რუსმა ჯარისკაცმა ჯერ სცემა, შემდეგ კი ე.წ. საზღვარზე გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით კი ოთარ ბერია საოკუპაციო ხაზის გავლით ორ ქალბატონს აცილებდა. ბერიასთან ერთად სავარაუდოდ ორივე ქალბატონიც დაპატიმრებულია. ხურჩელების განმარტებით ე.წ “მესაზღვრეებს” თავი დააღწია კიდევ ერთმა მამაკაცმა. გამოსასყიდთან დაკავშირებით კონტაქტზე ოჯახის წევრებთან ჯერჯერობით არავინ გამოსულა. გალის მილიციის უფროსის განცხადებით ოთარ ბერია გალის ე.წ საზღვარზე, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის არის დაკავებული. აღნიშნულ საქმეს გალის სასამართლო სავარაუდოდ ორ დღეში განიხილავს.