სოფელ ხურჩის მოსახლეობა საომარი მოქმედებების დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

0

495000111992- 2008 წლების საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული სოფელ ხურჩის მოსახლეობა 27 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს. ისინი უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად არავის არაფერი გაუკეთებია.

“საქმე იმაშია, რომ არცერთ ხელისუფლებას არაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ არ გაუკეთებია და როგორც ვატყობთ ამას არც არავინ აპირებს მომავალშიც. ჩვენ გვაქვს სპეციალური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელ ხურჩას და მის მოსახლეობას რამდენიმე ათასი ლარის ზარალი მიადგა და აქედან მხოლოდ მიზერული თანხები მივიღეთ”-აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.

ხურჩის მოსახლეობის განმარტებით, მათ ყოფილმა ხელიუფლებამ მხოლოდ სახლებზე  მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, ხოლო მოძრავი ნივთებისა და სხვა ზარალის ანაზრაურებას მათი თქმით დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.მათივე განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რუსლან კილასონია და დარეჯან გაბედავა ხელმძღვანელობდნენ.

“ის ადამიანები, რომლებიც მაშინ იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, დღესაც იქ არიან, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებშიც არაფერი გაკეთებულა ჩვენს საკეთილდღეოდ. ამბობენ მხოლოდ, რომ სამართიანობას აღვადგენთო, იქნებ ახლა მაინც მივიოთ ის რაც გვეკუთნის სახლემწიფოსგან_აცხადებენ ხურჩელები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის დარეჯან გაბედავას განცხადებით, სახელმწიფომ სოფელ ხურჩაში 90-იან წლებში მიყენებული ზარალი სრულად აანაზღაურა.

“სახელმწიფომ ზარალი სრულად აანაზღაურა. ხურჩაში, ასევე დარჩელში და სხვა სოფლებში სადაც ზარალი იყო ამ პერიოდში ზარალი 2007 წელს ზარალის ანაზღაურება დაასრულა. აქვე მინდა განვმარტო, რომ სახელმწიფომ აანაზღაურა მხოლოდ იმ სახლების შესაკეთებელი თანხები, რომელიც ამ სოფლებში დაინგრა ან დაიწვა და ექვემდებარებოდა ხელახლა აშენებას ან შეკეთებას. ზოგიერთი მაცხოვრებელი წერდა, რომ მას სახლში ჰქონდა რენესანსის ავეჯი ან ხუთი ტომარა შაქარი და ასე შემდეგ, ეს წინა მთავრობას ზარალად არ ჩაუთვლია. ზარალის ანაზღაურებაში არაფერ შუაშია კილასონია, გაბედავა და ქობალია, აქ ხელისუფლებამ რაც გადმორიცხა, ის კაპიკ-კაპიკ ჩაირიცხა მათ პირად ანგარიშებზე.”-აცხადებს დარეჯან გაბედავა და აქვე დასძენს, რომ მათ უნდა მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ მათ ზარალს აღიარებენ იმ ფორმებში, რაც მათ სურთ, მაშინ რათქმაუნდა მათ ესეც აუნაზღაურდებათ.

სხვა ახალი ამბები: