სოფლებს იურიდიული სტატუსი მიენიჭებათ

0

Sat, 12 Jul 2008 20_29_50 +04002მთავრობაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმართველობების სტრატეგიით, დაგეგმილია სოფლებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჟორჟიალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის სტრატეგიის შედეგად, ადგილორბივი თვითმართველობები, რომლებიც სადღეისოდ უუფლებოა, რეალურ თვითრმართველობად ჩამოყალიბდება,სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება გადაყწვეტილებების პორცესში მონაწილეობა მიიღოს.

„დაგეგმილია სოფლებისთვის იურიდიული სტატუსისი მინიჭება და მათ უვადო სარგებლობაში საძოვრები, ტყეები და მათ ტერიტორიაზე არსებული მიწები გადაეცემათ. სოფლებს საშუალება ექნებათ სოფლის საბჭო აირჩიონ და მისი ხელმძღვანელი დანიშნონ. ასევე დაგეგემილია, მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სხვა ახალი ამბები: