სოფლებში დანიშნული ახალი გამგებლები და მოშლილი ინფრასტრუქტურა

0

foto_3ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იმ სოფლებში, რომელთა გამგებლებმაც გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს ახალი კადრები დანიშნა. როგორც გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ smo.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხი გამგებელი შეიცვალა.

“პირველ მარტს მოეწერა ხელი ოთხ სოფელში გამგებლების დანიშნვას. ტყაია-ჩხორია-ზედაეწერის გამგებელი გახდა ედემ კეკუტია, კორცხელის-მერაბ თორდია, ახალსოფელში დაინიშნა ლადო ქვარცხავა და სოფელ გრიგოლიშში თემურ ავალიანი. აი ეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სხვა ცვლილებები არ ყოფილა”-აცხადებს მაია ღურწკაია.

smo.ge ახალ გამგებლებს დაუკავშირდა, რომლებიც უკვე ჩაერთვნენ მუშაობაში და სოფლის მოსახლეობას ხვდებიან. ახალსოფლის გამგებლის განცხადებით სოფელში მოშლილია ინფრასტრუქტურა და ძალიან ბევრი პრობლემები აწუხებთ სოფლის მოსახლეობას.

“ინფრასტრუქტურა სოფელში მთლიანად მოშლილია. სოფლის გამგეობას არ გააჩნია საკუთარი შენობა და მხოლოდ ერთი ოთახის ამარად ვრჩებით სოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში. ეს შენობაც არ ეკუთვნის სოფელს, ის კულტურის სამინისტროს კუთვნილებას წარმოადგენს. ამ ერთ ოთახშიც შეუძლებელია დაჯდე და საქმე აკეთო. ჩამონგრეულია კედელი და და არ აქვს პოლი. ზამთარში მითუმეტეს შეუძლებელია აქ შემოსვლაც კი. ოთაში წვიმს, როგორც გარეთ. დანარჩენი ჩვენ უკვე გასულები ვართ მოსახლეობაში და ვეცნობით მათ პრობლემებს. გასაკეთებელი აქ მართლაც ბევრია.”-აცხადებს ლადო ქვარცხავა.

სხვა ახალი ამბები: