სოფლის გამგებლებს განცხადებები დააწერინეს?!-რას ამბობენ გამგებლები

1

Signatureვინ გასცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის გამგებლებს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაეწერათ? არსებობს თუ არა რეალური ფაქტები, რომ გამგებლებზე “იძალადეს” და საერთოდ რას ფიქრობენ ამის შესახებ სოფლის გამგებლები. ამ საკითხით საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაინტერესდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ-ერთ მუშა თათბირზე სოფლის გამგებლებს განცხადებების დაწერა მოსთხოვეს, აბსურდულს და თითიდან გამოწოვილს უწოდებს. “ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, სადაც წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევის საკითხი განიხილებოდა.ამ შეხვედრაზე არც კი დასმულა საკითხი, რომ რომელიმე მათგანს განცხადება დაეწერა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი გამგებლის მიერ დაწერილი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს გამგეობაში არ დევს”-აცხადებს მაია ღურწკაია.

smo.ge-წყაროს ცნობით გათავისუფლების შესახებ განცხადება არც ყველაზე რადიკალურ სოფლის გამგებელს დაუწერია, რომელიც სტიქიით დაზარალებულ თანასოფლელებს პოლიტიკური მრწამსის მიხედვით პასუხობდა და ეხმარებოდა.

“თუ ვინმე გასათავისუფლებელია ეს ოდიშის გამგებელია, როლმელიც გვეუბნებოდა ჩვენ ნუ გვთხოვთ დახმარებას, მიდით და ბიძინა ივანიშვილს თხოვეთო. მას აქვს ბევრი ფულები და ხმების მიცემის სანაცვლოდ მან დაგაფინანსოთო.”-აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

“ჩვენთვის განცხადების დაწერის სესახებ არავის არაფერი უთქვამს. თუ ვინმე განაწყენებულია და ამას განგებ ავრცელაბე მაგაზე ვერაფერს გეტყვით. პირადად მე არცერთი პარტიის წევრი არ ვარ,მაგრამ რაც აქამდე ხდებოდა რატომ იმაზე არავინ არაფერს ამბობს? ახლა გახდნენ ვიღაცეები სოფლის გამგებლების უფლებების დამცველები, რომ თავიანთთვის ქულები დაიწერონ?  სად იყვნენ მანამდე, რატომ  არ იმაღლებდნენ ხმას, როცა “ბლატებით” გვნიშნავდა საკრებულო გამგებლებად? სად იყვნენ მაშინ, როცა 250 ლარად ვმუშაობდით და ხელფასები 700 ლარი არ გახადეს მანამ, სანამ ხელისუფლების შეცვლის რეალობა არ გაჩნდა? ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან ახალი ხელისუფლებისთვის ბიუჯეტი გამოეხრათ და თვითონ კი მთელი ცხრა წელი 250 ლარზე გვარბებინეს”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვა.

-ძირითადად რა ევალება სოფლის გამგებელს, ანუ რას აკეთებთ სოფლის მოსახლეობისთვის?

-მე ჩემს სოფელს და ჩემს თანასოფლელებს შემოვევლე. ყველაფერს ვაკეთებ მათთვის, რაც ჩემს კომპეტენციაში შედის, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ბევრ რამეს მათ მე წლების განმავლობაში ვერ ვუკეთებდი.

-და რატომ ვერ უკეთებდით? არ იყო ამის რესურსი?

-რესურსი იყო, მაგრამ ამის აღსრულების ნება არ იყო. თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია კარგი ადამიანი იყო და ყველაფერს რასაც თხოვდი ასრულებდა, მაგრამ მასზეც არ იყო დამოკიდებული ბევრი რამ. ერთადერთი რაც უპირობოდ უნდა შეგვესრულებინა მიტინგებზე და აქციებზე ხალხის გამოყვანა იყიო, ნებსით და უნებლიედ. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცაჩემი მათხოვრული თანხებიც ჩამიდია ამისთვის.

-ვისგან იღებდით ამ დირექტივას, გამგებლისგან?

-არა უფრო საკრებულოსგან და გუბერნიიდან. დარეკავდნენ ერთი დღით ადრე ან თუნდაც ერთი საათით ადრეც და გასცემდნენ ბრძანებას, ამა და ამ დროს ამდენი ხალხი უნდა მყავდეს შენგან! კარგი დედის შვილი ყოფილიყავი და არ გამოგეყვანა.

-ახლა გააქვთ მსგავსი მითითებები საკრებულოსგან ან თუნდაც ახალი ხელისუფლებისგან?

-არა ამ მხრივ არჩევნების მერე დავისვენე. და იმედია ასე გაგრძელდება მომავალშიც. ახლახან გუბერნიაში დაგვიბარეს სოფლის გამგებლები შეხვედრაზე, ოღონდ არა გუბერნატორმა, არამედ ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელმა. მე არ მივსულვარ და ბევრი სხვაც.

ინკოგნიტო სოფლის გამგებლისგან განსხვავებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დირექტივა სოფელ ნარაზენის გამგებელმა ზამორ ჯანჯღავამ მიიღო. როგორც SMO.GE-სთან განაცხადა მას პრეზიდენტის ვიზიტის წინა დღეს დაურეკეს და სოფელში პრეზიდენტთან შესახვედრად ხალხის გამოყვანა სთხოვეს. ზამორ ჯანჯღავამ გაცემული დირექტივა არ შეასრულა და სტუმრის მისაღებად მხოლოდ სოფლის კლუბის გასაღები მისცა.

“ჩემთან მოვიდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია და საკრებულოს დეპუტატი თოდუა. მთხოვეს ხალხი გამომეყვანა მეორე დღეს სოფელში, რაზეც უარი ვუთხარი. შემდეგ მითხრეს, რომ კლუბიდან ჭირდებოდათ სკამები. მივეცი გასაღები და წაიღეს.”-აცხადებს ზამორ ჯანჯღავა.

SMO.GE-ს კითხვაზე მოსთხოვეს თუ არა მას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა, განაცხადა “ჩემთვის არავის არ მოუთხოვია განცხადების დაწერა და რომც მომთხოვონ არც დავწერ, რადგან არავის აქვს ამის უფლება.”

სხვა ახალი ამბები: