სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირაკლი ალასანია მივიდა

0
alasania_irakli_3151სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მივიდა.

უწყებაში მისვლისას ალასანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია,შესაბამისად უცნობია თუ რა საკითხზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ირაკლი ალასანიას მისვლამდე სოფლის მეურნეობის ექს–მინისტრმა დავით კირვალიძემ ბოლო თათბირი ჩაატარა და  უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა  სამინისტროსა  და ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენებისა და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების  ბრალდებით სოფლის  მეურნეობის სამინისტროს 10-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი დარღვევების გამო, მინისტრმა დავით კირვალიძემ  პირადი განცხადების საფუძველზე  თანამდებობა დატოვა და უწყების ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირის დაკავებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

სხვა ახალი ამბები: