სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ზუგდიდში პროექტების განხორციელება გრძელდება

0

xidiსოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ კახათში, სათოლორაიოს უბანში ახალი ბეტონის სატრანსპორტო ხიდი გაიხსნა, რომელიც სოფლის ორ უბანს ერთმანეთთან დააკავშირებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ახალი ხიდის ასაშენებლად 18 000 ლარი გამოიყო. აგრეთვე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდა მინი საფეხბურთო სტადიონის განათება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ კახათში გაკეთდება სანიაღვრე არხები, 5 ხიდ–ბოგირი, ახალი მინი სტადიონი ქვემო კახათის უბანში და მოხდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა.

რეგიონალური განვითარების პროგრამით კი სოფელ კახათში საგუგუჩიოს უბანში აიგება 9 მეტრი სიგრძის ახალი სატრანსპორტო ბეტონის ხიდი, რომელიც ამავე პროგრამის ფონდიდან დაფინანსებულია 32 000 ლარით.

სხვა ახალი ამბები: