სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში სანიაღვრე არხების გაყვანა დაიწყო

0
1150332_361097397356787_800434841_nსოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ახალსოფლის თემში სანიაღვრე არხების გაყვანა დაიწყო. მელიორაციული სისტემის მოშლის გამო სოფელში არ არსებობდა წყალსაწრეტი არხები, რაც წლობით საცხოვრებელი ოჯახებისა და ეზოების დატბორვას იწვევდა.
ახალსოფლის თემში, საკოზუოს, საფონიოსა და ჯუმი – საფონიოს უბნებში 200 და 600 მეტრის სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების გაყვანა უკვე დაიწყო.სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მდინარე ჯუმზე გაკეთდა საცალფეხო ხიდი, რომელსაც უახლოეს დღეებში ნაპირსამაგრებიც შეემატება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით იგეგმება ორი ხიდბოგირის მშენებლობა და შიდა გზების მოხრეშვა.
ახალსოფლის ტერიტორიაზე მეწყერსაშიშ ზონაში კი რკინა ბეტონის კონსტრუქციით მოხდა მცოცავი მიწის გამაგრება.ადგილობრივების მიერ სოფლის პრიორიტეტად დასახელებული 9აპრილისა და სამამულო ომის გმირების მემორიალის აღდგენაზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

სხვა ახალი ამბები: