სოფლის მხარდაჭერის პროექტების განხილვა ხალხთან ერთად

0

483295_288006127999248_1843314107_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებემა ედიშერ თოლორაიამ დღეს სოფელ ზედაეწერის, ტყაიას, ჩხორიასა და ჭკადუაშის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანების თანახმად სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ პრობლემად მოქალაქეებმა სოფელ ტყაიაში სკოლის ეზოს შემოკავება, შიდა გზების მოწესრიგება, სახნავ–სათესი ნაკვეთების შემოკავება, სკოლის სპორტული დარბაზის, სოფლებში სპორტული მოედნების მშენებლობა დაასახელეს.

ზედაეწერის მოსახლეობამ სოფლის საფეხბურთო სტადიონის სათანადო გამართვასა და აღდგენაზე გამგებელს შუამდგომლობის თხოვნით მიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს 31 მარტს დაასრულებს.

სხვა ახალი ამბები: