სოფლის რწმუნებულმა ადგილობრივი მაცხოვრებელი სცემა

0

mushtiინციდენტი მოხდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. სოფლის რწმუნებულმა და მისმა მოადგილემ ადგილობრივი მაცხოვრებელი მათთვის არასასურველი კითხვის დასმისთვის სცემეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ ადგილობრივმა ჯამბულ შონიამ სოფლის რწმუნებულს ვახტანგ კვირკველიას კითხვა გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე დაუსვა, პასუხად კი წიხლი მიიღო.

”თავიდან მათ შორის საუბარი წარიმართა იმაზე, თუ რატომ არ დარიგდა სოფელში სასოფლო-სამეურნეო ბარათები. ჯამბულ შონია ეკითხებოდა, რა დავაშავე ასეთი, რომ ბარათი არ მაღირსეთ და წელს უშემოსავლოდ დამტოვეთო. ამის თქმა იყო და რწმუნებულმა ფეწი მოუქნია, წიხლებს ურტყამდა. ჩხუბში მოგვიანებით მისი მოადგილეც ჩაერთო.”-აცხადებენ ადგილობრივები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა ჯამბულ შონიამ პოლიციაში განაცხადა და საქმეც აღძრულია, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარები არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელი ლია, ერთ-ერთი სოფელია, სადაც სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივების განცხადებით წალენჯიხის თვითმმართველმა ორგანოებმა მოსახლეობის დიდ ნაწილზე ბარათები საერთოდ არ გასცა, რასაც ხალხის პროტესი მოჰყვა. აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

სხვა ახალი ამბები: