სოფო მოსიძე მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

0

mosidzeსაზოგადოებრივი მაუწყბლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვენელი სოფო მოსიძე რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაშიც ადასტურებენ. სოფო მოსიძე აღნიშნულთანამდებობაზე ნონა ყანდიაშვილს შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ სოფო მოსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური გუშინ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

სხვა ახალი ამბები: