სოფო მოსიძე პრეზიდენტის განცხადებას აბსურდულს უწოდებს

0

mosidze8 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული ინტერვიუში, რომელიც 2008 წლის ომის თემას ეხებოდა  მწვავე ნაწილი გაქრა-ამის შესახებ დღეს 20 აგვისტოს  გამართულ პრესკონფერენციაზე   საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ძირითადი ნაწილი, რასაც შეიძლებოდა წყენა გამოეწვია ბატონ მედვედევში და პუტინში, რაღაცნაირად გაშვებულ ინტერვიუში გაქრა. მე არ ვიცი მსოფლიოში “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, სადაც მოქმედი პრეზიდენტის ინტერვიუს დაჭრიან პოლიტიკური ნიშნით. ასეთი რამ არ არსებობს ხალხო”, -განაცხადა სააკაშვილმა.

აბსურდულს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სოფო მოსიძე. მისი განამრტებით ინტერვიუ ტავდაპირველი შეთანხმებით 15 წუთიანი უნდა ყოფილიყო, რაც შეთანხმდა პრეზიდენტის პრესსმსახურთან.

„ჩვენ სწორედ ამხელა საეთერო დრო გვქონდა გათვალისწინებული, თუმცა ჟურნალისტი მოვიდა 50 წუთიანი ინტერვიუდან, საიდანაც 46 წუთი გავიდა ეთერში.  გავუშვით ყველა ძირითადი თემა, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ამიტომ აბსურდულია განცხადება ინტერვიუს მონტაჟის შესახებ“ აღნიშნა მოსიძემ

სხვა ახალი ამბები: