სოფო მოსიძე სამეურვეო საბჭომ დღეს დანიშნულ სხდომაზე დაიბარა

0
get_imgსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე დაიბარეს. მოსიძის სხდომაზე მისვლა დღის წესრიგით გათავლისწინებულია. საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სხდომაზე მისვლას გეგმავს. არაოფიციალური წყაროების ცნობით შესაძლებელია სოფო მოსიძე ბორდმა თანამდებობიდან დღესვე გაათავისუფლოს.
სოფო მოსაიძის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დაბარებას წინ უძღოდა ფეისბუქის საკუთრ გვერზე გაკეთებული სკანდალური განცხადება:
“თამაზ ტყემალაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) + ემზარ გოგუაძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე) = ერთობრივი ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩასაგდებათ S.O.S აქ 90-იანი წლების გარიჟრაჟია (რეგრესის, არქაიზმის, არაპროფესიონალიზმის, პოლიტიკური ინტრიგების ” – წერს მოსიძე ფეიბუქში.

სხვა ახალი ამბები: