სოფო ნიჟარაძე ჟურნალ „რეიტინგს” სასამართლოში უჩივის

0
nijaradzeსოფო ნიჟარაძე ჟურნალ „რეიტინგს” სასამართლოში უჩივის. მომღერალი გამოცემას პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს.
სასამართლო დავის მიზეზი 26 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა, რომელშიც ჟურნალისტი სანდრო წყაროზე დაყრდონიბით ნიჟარაძისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ფარული რომანის შესახებ წერდა.
სოფო ნიჟარაძე ჟურნალისგან  ბოდიშის მოხდასა და ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს. სასარჩელო განცხადებას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე თბილისის საქალაქო სასაამრთლო რამდენიმე დღეში შეიტანს.
დღეს “პირველი რადიოს” რადიო–კლუბში საუბრისას სოფო ნიჟარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კონპენსაციას მოითხოვს ჟურნალისგან, თუმცა აღნიშნა, რომ მიღებულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.

სხვა ახალი ამბები: