სოციალურად დაუცველებს ზუგდიდში მთავრობის საჩუქარი გადასცეს (ვიდეო რეპორტაჟი)

0

soooc daucveliსოციალურად დაუცველ ოჯახებს დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონის წარმოპმადგენლობამ და ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა ერთჯერადი დახმარება გადასცეს. წინასწარ შერჩეულ ოთხ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ეგუტიამ, ზუგდიდის მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ და ზუგდიდის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ სოსელიამ ფასიანი ნივთები სახლში მიუტანეს. გაზქურა, მაცივარი, ტელევიზორი, საწოლები კრიზისულ სიტუაციაში მყოფმა ოჯახებმა წინასაახალწლოდ მიიღეს.

ზუგდიდის მერის მოადგილე და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ადგილობრივ ბენეფიციარებს მერიაში მისვლას და რეგისტრაციის გავლას სთავაზობდნენ. ამიერიდან უცნობ ბენეფიციარებს მერიის სამსახური დახმარებას და კონსულტაციებს სთავაზობს.