სოციალურად დაუცველ ხორავების ოჯახს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სტუმრობდა (ვიდეო)

0

ministris moadgile xoravebtanზუგდიდში, ენგურქაღალდ კომბინატის  დასახლებაში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ხორავების ოჯახს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ეწვია. ის ოჯახის პრობლემებს გაეცნო.

ხორავებს 3 შვილი ჰყავთ და როგორც თავად აცხადებენ, უკიდურესი გაჭირვების გამო ბავშვებს სკოლაში ვერ ატარებენ. ოჯახის დედ-მამა არ მუშაობს, ოჯახის უფროსი ელექტროტექნიკოსია, თუმცა როგორც თავად აცხადებენ  შეკვეთები იშვიათად აქვს.

ხორავები სახელმწიფოსაგან სოციალურ შემწეობას 252 ლარს ყოველთვიურად იღებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოჯახის უფროსს რუხში მიმდინარე საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმება შესთავაზა.  მშენებლობაზე მუშებისა და სპეციალისტების საშუალო ხელფასი 600-700 ლარია.ხორავებს დახმარებას საქველმოქმედო ფონდი „იავნანაც“ გაუწევს.

სხვა ახალი ამბები: