სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ზუგდიდის თეატრის დირექტორი გახდა

0

get_imgზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი მმართველი ჰყავს. ზურაბ ეგუტიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებულებას კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი 25 მაისს მოაწერა. ზურაბ ეგუტია ოფიციალურად თეატრის მმართველის პოსტზე საქმიანობას დღეიდან შეუდგა. აღნიშნული ინფორმაცია, საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ზუგდიდის თეატრის მთავარმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დაუდასტურა.

“დიახ, ბატონი ზურაბ ეგუტია დანიშნულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის თანამდებობაზე. ის საკმაოდ კარგი მენეჯერია და ამის გამოცდილებაც აქვს. ამიტომაც სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მინისტრმა მის ოფიციალურად დანიშნვას ხელი ორი დღის წინ მოაწერა”-აცხადებს ბადრი წერედიანი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ეგუტია წინა ხელისუფლების პერიოდში სოც უზრუნველყოფის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის თებერვლის თვემდე იმუშავა. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რეფორმის დაწყებისთანავე ზურაბ ეგუტია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სხვა ახალი ამბები: