სოციალურ ქსელში ინდირა ზარანდიას ბოლო კადრები გამოჩნდა (ვიდეო)

0

10849990_777380562329362_3206348807835155994_n13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ერთ-ერთი მსხვერპლის, ინდირა ზარანდიას ერთ-ერტ ბოლო ვიდეოს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები აქვეყნებენ. ვიდეო მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ექსკურსიის დროს არის გადაღებული.

“ულამაზესი, უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და ყოველთვის მომღიმარი. უბრალოდ არაჩვეულებრივი არსება, რომელიც ძალიან დაგვაკლდება ყველას. შეუძლებელი იყო მასთან ერთად მოწყენა ჩვენთვის მუდამ ცოცხალი იქნები ინდი”-წერენ სოციალურ ქსელში ინდირა ზარანდიას მეგობრები.

22 წლის ინდი ზარანდია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. გოგონა ქოლ-ცენტრის” ოპერატორად და ერთ-ერთი რადიოში გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მისი ოცნება ჟურნალისტობა იყო.