სოციალურ ქსელ facebook-ში პრემიერის მესამე ვაჟის ფოტოები ქვეყნდება

0

11101228_836944836396594_1370869340079874492_oსოციალურ ქსელ facebook-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟის გაბრიელ ღარიბაშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ექიმებსა და გულშემატკივრებს მილოცვისთვის მადლობას უხდის.

“ყველას გიხდით მადლობას მოლოცვისათვის, უამრავი თბილი სიტყვისა და სურვილისათვის!მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ექიმებს, მედდებს, დავით გაგუას კლინიკის ყველა თანამშრომელს! განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით გაგუას მთელი ჩვენი ოჯახისაგან!premieris vaji
გაიცანით – გაბრიელ ღარიბაშვილი” – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნდა. ამავე გვერდზე საოჯახო ფოტოებიც არის გამოქვეყნებული, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ.