სოციალ-დემოკრატებმა სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

0

jorjoliani gia“სოციალ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი და უმრავლესობის წევრია გია ჟორჟოლიანი დღეს ზუგდიდში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებს შეხვდა. გია ჟორჟოლიანს თან ახლდა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილიც.

შეხვედრაზე პარლამენტარმა და ყოფილმა შს მინისტრმა კოალიციის სამომავლო გეგებზე ისაუბრეს. ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ მოსულნი, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭერენ.

”დღეს სამეგრელოში შეხვედრები გვქონდა იმ ადამიანებთან და აქტივისტებთან, რომლებიც სოციალ-დემოკრატიული იდეების მსურველები არიან, აინტერესებთ ამ მიმართულებით პარტიულ ორგანიზაციებში დასაქმება, მუშაობა და საზოგადოებასთან გვქონდა ძირითადად ამ იდეებზე საუბარი”-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

”ჩვენ ისტორიას უნდა ჩავაბაროთ იარაღი, ასევე ისტორიას უნდა ჩავაბაროთ ომი და მხოლოდ ,მშვიოდობიანი გზებით უნდა შევეცადოთ აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს თანამოძმეებთან და შემდგომში უნდა ვიბრძოლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”-განაცხადა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონის მოსახლეობასთან გამართეს წინასაარჩევნო შეხვედრები.

სხვა ახალი ამბები: