სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება

0

sochiსაქართელოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ღთ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სოჭის ოლიმპიადასთან და მის შესაძლო ბოიკოტირებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით- უნდა მიეღო თუ არა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, დისკუსიები ჩატარდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებდა.

,,ამდენად, ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სოჭის ოლიმპიადაში. სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.