სოჭის ოლიმპიურ მშენებლობაზე მუშამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

0

piri-amoikeraსოჭის ოლიმპიურ მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ვიდეო რუსულ ბლოგზე  გავრცელდა. რომან კუზნეცოვის განცხადებით, მას 2 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღია. კუზნეცოვი სოჭის ოლიმპიური მედია ცენტრის წინ ხელფასის გადახდის მოთხოვნით გამოვიდა და შიმშილობა გამოაცხადა.

ოლიმპიურ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასებს რომ ვერ იღებენ, ამის შესახებ ჰიუმენ რაითს ვოჩიც წერს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მშენებელთა უმრავლესობა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან და სოჭში მიმდინარე მშენებლობებზე  ხელფასებს ვერ იღებენ.

სხვა ახალი ამბები: