სოხუმელი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ასლან ბჟანიას საშიშ ადამიანად მიიჩნევს

0

izida__chaniaსოხუმში, დამოუკიდებელი გაზეთის “ნუჟნაიას” მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხმა არ მისცენ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე გე-ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ასლან ბჟანიას. იზიდა ჭანიას განცხადებით ბჟანია საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია. იზიდა ჭანია აღნიშნულ განცხადებას მისი ოფისის დაცხრილვასთან დაკავშირებით აკეთებს. აქვე დასძენს, რომ ბატალ ტაბაღუას სახლთან აფეთქება და მისი ოფისის დაცხრილვა ერთმანეთთან კავშირშია.

“ჩემი ოფისი დაიცხრილა ავტომატების ჯერებით, რამდენიმე თვის წინ კი დაწვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა. ყველაფერი ეს დაკავშირებულია ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობასთან. მე ღიად გამოვდივარ აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ასლან ბჟანიას წინააღმდეგ და მოვუწოდებ საზოგადეობას რომ ხმა არ მისცენ ამ კანდიდატს. ასლან ბჟანია საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანს წარმოადგენს. ჩემი ეჭვები გამართლდა და მეარ ვცდები ამაში. ასლან ბჟანია საშიში ადამიანია”-აცხადებს ჟურნალისტი იზიდა ჭანია.

“ნუჟნაია გაზეტას”მთავარი რედაქტორი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ანალოგიური და თავდასხმა ბატალ ტაბაღუას ოჯახზე იგივე ხელწერა იყო. ამიტომაც მოუწოდებს სამართალდამცავებს გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები ობიექტურად.

სხვა ახალი ამბები: