სოხუმიდან 40 კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

0

miwisdzvraმიწისძვრა მოხდა გამთენიისას საქართველოს საზღვართან.  5,0 მაგნიტუტის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამთენიისას 04.11 საათზე დაფიქსირდა. სეისმოლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან 40 კილომეტრის დაშორებით, რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

“რუსეთ-საქართველოს სასასზღვრო ზოლში დაფიქსირდა მიჭისძვრა. ეს მოხდა სოხუმიდან დაახლოებით ორმოც კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით. სიმძლავრე იყო 5,0 მაგნიტუდა.ჩვენ მიწისძვრის შესახებ მიღებული ინფორმაცია დავამუშავეთ და გადავეცით შესაბამის სამსახურებს”-აცხადებს სეისმოლოგი ზურაბ ლოლაძე.

სხვა ახალი ამბები: