სოხუმის მორგიდან გატაცებული ცხედრები იმავე ღამეს საიდუმლოდ დაკრძალეს

0

1013577079-636x395დე ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურებმა , გალის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ქართველის ცხედარი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან გაასვენეს და დაასაფლავეს,  წერს ინტერნეტგამოცემა Sputnik Абхазия.

„მოქალაქეები, რომლებიც დაიღუპნენ სამართლდამცავების მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთისას, კანონის თანახმად არ გადაეცემა მათ ოჯახებს. არც მათი საფლავები იქნება გასაჯაროებული“, – განუცხადა ინტერნეტგამოცემას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ალექსეი ლომიამ.  20 იანვარს, დაახლოებით დილის 4 საათზე, სოხუმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროდან დაუდგენელმა პირებმა გალის რაიონში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული სამი ახალგაზრდის ცხედარი გაიტაცეს.

12 იანვარს გალის რაიონის სოფელ რეფში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი გალის რ-ნის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრის გელა გერგედავას გატაცებაში ბრალდებულების დაკავება იყო. გერგედავამ, რომელიც გამომსაყიდის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, გაქცევა შეძლო და სამართალდამცველებს თავად დაუკავშირდა.

გამტაცებლების დასაკავებლად ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ რეფში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად აფხაზეთის ანტიტერორისტული ბიუროს თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე ანდრეი უდალცოვი დაიღუპა. სპეცოპერაციისას გერგედავას სხვა გამტაცებლების ლიკვიდაცია მოხდა.

სხვა ახალი ამბები: