სოხუმის საავადმყოფოდან საშიში პატიმარი აფეთქების შემდეგ გაიქცა

0

cixe_SLსოხუმის ციხის საავადმყოფოდან ყაჩაღობისთვის გასამართლებული პატიმარი სასრიკ კვიცინია გაიქცა. საგულისხმოა, რომ პატიმარმა გაქცევა მაშინ მოახერხა, როცა ის საავადმყოფოდან ისევ ციხეში ბრუნდებოდა. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით კვიცინიამ ხელყუმბარა ამოღო და ააფეთქა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

კვიცინიამ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მიმალვა მოახერხა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით ეს კვიცინიასთვის უკვე მეორე გაქცევის ფაქტია. 2013 წელ ის პირდაპირ ციხიდან გაიქცა, თუმცა ის ერთ კვირაში დააკავეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

აფხაზური  საინფორმაციო სააგენტოები დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გაქცეული პატიმარი ერთ-ერთი ბანდფორმირების მეთაური იყო და ის განსაკუთრებულად საშიშ ადამიანად ითვლება.

სხვა ახალი ამბები: