სოხუმის სასამართლომ გალში დაკავებული 2 ქართველი დარბაზიდან გაათავისუფლა

0

sasamartlooooგალის რაიონის სოფელ ფიჩორსა და ოტობაიაში 21 იანვარს სპეცოპერაციის დროს დაკავებული 5 ქართველიდან სოხუმის ე.წ სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან მხოლოდ ორი ძმები ორჟონიები გაათავისუფლა. ერთ-ერთი უმცროსი ძმა ირაკლი ორჟონია კი პატიმრობაში დატოვა. წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა ასევე გალის ტაიონის სოფელ ოტობაიადან აყვანილ ბიძაშვილებს.

ვეფხვია დაგრიგოლ ჯოჯუები ირაკლი ორჟონიასთან ერთად 14 იანვარს სოფელ ოტობაიაში მომხდარ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში 70 წლის ნაპოლეონ უჩავა რომელიც სოფლის საძოვარზე პირუტყვის მოსაძებნად გავიდა თანასოფლელებმა მოკლული იპოვეს.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ძმები ორჟონიები კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ იმას აცხადებენ რომ დაკავებულთაგან ყველა უდანაშაულოა.