“სოხუმის უნივერსიტეტისადმი გადაცემული წმიდა გიორგის ორდენის გადაფორმება უნივერსიტეტის შეურაცხყოფაა”

0

10474366_4351816731445_65906752_nსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნივერსიტეტისადმი გადაცემული ორდენის შესაძლო გადაფორმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

“მე, როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გაოგნებული ვარ ნუგზარ კერესელიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით. როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოს და თუ ეს ასეა, ნუთუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც შეიძლება მსგავსი აზრი მოსდიოდეს თავში. ეს ხომ არამარტო პირადი არამედ უნივერსიტეტის შეურაცხყოფაც არის. არ მინდა შევეხო იმ სიწმინდეს რასაც ეს ჯილდო წარმოადგენს, არ მინდა ჩემი კომენტარით დავამძიმო თემა. იმედს ვიტოვებ იმისა, რომ ვისი მისამართითაც გამოითქვა ეს „ბრალდება თუ ცილისწამება“ ღირსეულ და გონივრულ პასუხს გასცემს და დაიცავს ჩვენი უნივერსიტეტის რეპუტაციას!”-წერს რაიბულ ქირია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ რომ ორდენის გადაფორმების შესახებ ინფორმაცია სოხუმის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნუგზარ კერესელიძემ გაავრცელა.
“არა, წმიდა გიორგის ორდენის პრივატიზაციას! მავანი ცდილობს სოხუმის უნივერსიტეტისადმი გადაცემული წმიდა გიორგის ორდენის პირადად თავის თავზე გადაფორმებას! 2009 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წმინდა გიორგის ორდენი გადასცა უნივერსიტეტის განსაკუთრებული წვლილის გამო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში, აკადემიური მიღწევებისათვის და იუბილესთან დაკავშირებით – ოცი წლისთავი. მაშინ პატრიარქმა განაცხადა: “დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და მე მინდა, მოგახსენოთ იმ დადგენილების შესახებ, რომელიც დღეს იყო მიღებული. სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიების უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ორდენით. მართლაც, საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში არ იქნება ესეთი ორდენი. ეს არის 100 გრ ოქრო. სასულიერო და საერო სასწავლებლებს ასეთი ჯილდო ჯერ არ მიუღიათ. მე მინდა, ეს ორდენი იყოს სოხუმის უნივერსიტეტის ჯილდო და მისი ტარების უფლება ექნება რექტორს. ასე გადაეცემა იგი მომავალ რექტორებს” მაგრამ მას შემდეგ რაც მავანმა გაიგო, რომ ასეთივე ორდენის მფლობელი გახდა ზოგიერთი უნივერსიტეტის რექტორი, და მერე, როცა მავანმა დააზუსტა, რომ ამ რექტორის ეს პირადი ჯილდო უნივერსიტეტის სახელზე არ არის გადმოცემული, მოუნდა პირადად გამხდარიყო სოხუმის უნივერსიტეტის სახელზე გადმოცემული წმიდა გიორგის ორდენის მფლობელი და წარმოთქვა ფრაზა – ”როგორ გადმოვიფორმო ეს ორდენი?!” მოკრძალებით მივმართავ საპატრიარქოს თხოვნით, არ ”გ ა დ ა უ ფ ო რ მ ო ს ” მავანს სოხუმის უნივერსიტეტისადმი გადაცემული წმიდა გიორგის ორდენი, ხოლო თუ ეს შესაძლებელია, უძღებ შვილს გადასცეს ახალი წმიდა გიორგის ორდენი პირადად მის სახელზე შევსებული”, – წერს ნუგზარ კერესელიძე.

 

სხვა ახალი ამბები: