სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

1

1013684003სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. საავადმყოფოს ადმინისტრაცია პაციენტებსა და საავადმყოფოში შემოსულ მძიმე ავადმყოფებსაც აღარ იღებს. ამის მიზეზად საავადმყოფოს ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსი სახელდება. სოხუმის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ასტამურ ივანბას განცხადებით საავადმყოფოს მედპერსონალი მწვავე ვირუსული ინფექციით არის ინფიცირებული, რაც კარანტინის მიზეზი გახდა.

“მწვავე ვირუსული ინფექციით არის დაავადებული როგორც აქ მომუშავე, ასევე ამავე საავადმყოფოში ამჟამად მწოლიარე ავადმყოფები. ამიტომაც გადავწყვიტეთ სხვა ავადმყოფები აღარ მივიღოთ და გამოვაცხადოთ ერთთვიანი კარანტინი”-განაცხადა ასტამურივანბამ.

სხვა ახალი ამბები: