სოხუმის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა ანქვაბი სტვენით გააცილეს

0

m1ამ წუთებში სოხუმის ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი მინდინარეობს. ოპოზიცია და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას ითხოვენ. მასობრივ გამოსვლებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ეროვნული ერთიანობის ფორუმი, აფხაზეთის სახალხო პარტია და ვეტერანთა ორგანიზაცია.

მიტინგზე სიტყვით გამომსვლელები მთავრობას კომუნალური გადასახადების ზრდასა და ამის ფონზე ხელფასების შემცირებაში ადანაშაულებენ. აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის თავმჯდომარის რაულ ხაჯინბას განცხადებით აფხაზეთ ჰყავს კორუმპირებული მთავრობა, რომელიც უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობს, ვიდრე ხალხზე. “ასეთ მთავრობას არ აქვს უფლება ხელისუფლებაში იყოს. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, რომ მიიღოს გადამჭრელი ზომები და გადააყენოს მოქმედი მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნასთან ერთად პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დადგება დღის წესრიგში”-აცხადებს რაულ ხაჯინბა.

რამდენიმე წუთის შემდეგ საპროდესტო აქციის მონაწილეებთან დაცვის თანხლებით მივიდა თავად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ ყველაფერი მოგვარებადია და მთავრობა თავის ხარვეზებს უახლოეს მომავალში გამოასწორებს, თუმცა ამას სჭირდება დროც და ფულიც.

“კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით საკითხს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს, განსაკუთრებით აქ საუბარია ელექტროენერგიის გადასახადებზე. ყველაფერი ერთბაშად არ მოგვარდება, ამას დრო და ფული სჭირდება. ჩვენ მოსახლეობა უყურადღებოდ არ მიგვიტოვებია. ვუმკურნალეთ 600 ადამიანს საზღვარგარეთ, რომელიც 92 მილიონი რუბლი დაჯდა. მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაეხმარება ომის დროს დაზარალებულებს და აღადგენს დამწვარ საცხოვრებელ სახლებს. ამ ყველაფერში 140 მილიონი რუსული რუბლის ჩადებას ვაპირებთ. გარდა ამისა ბევრი პროექტები უნდა განხორციელდეს”-განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.m3

მიუხედავად დე ფაქტო პრეზიდენტის თავის მართლებისა და უხვი დაპირებებისა ის ტრიბუნიდან მომიტინგეებმა სტვენით გააცილეს. საპროტესტო აქციები, რომელიც სოხუმის ცენტრში 28 თებერვლიდან დაიწყო კვლავაც გრძელდება. ოპოზიციის განცხადებით მათ არ სჯერათ დაპირებების და ისევ მთავრობის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვენ.

სხვა ახალი ამბები: