სოხუმი გადატრიალების მოლოდინში: სად არის ანქვაბი?

0

10425172_785109328189659_5568176980050223754_nაფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ტელევიზია და დამოუკიდებელი ტელეკომპანია აბაზა ტვ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ სოხუმის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს. ტელეკომპანიების ინფორმაციით სოხუმში მდგომარეობა უკუიდურესად დაძაბულია.

“ხალხი ქუჩაშია გამოსული და ითხოვენ პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომასა და მთავრობის დათხოვნას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანქვაბმა რეზიდენციის შენობა უკვე დატოვა თუმცა ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ”-აცხადებს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზია.

აქვე ვრცელდება სხვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს რეზიდენცია არ დაუტოვებია და ის ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერებს, რაულ ხაჯინბასა და  ვიტალი გაბნიას ხვდება. დემონსტრანტთა დიდი ნაწილი უკვე შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. სამთავრობო დაცვა მათ შეკავებას ვერ ახერხებს.

სხვა ახალი ამბები: