სოხუმი შეთანხმების ხელმოწერამდე: თვითაღიარებულ რექსპუბლიკაში საპროტესტო აქციები იწყება

0

get_img24 ნოემბერს, ორშაბათს სოხუმში მოსკოვთან დაგეგმილი შეთანხმების ხელმოწერის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები მიტინგებს ერთდროულად გამართავენ.

მანიფესტაციები და მიტინგები სოხუმში დილიდ 11 საათიდან არის დაგეგმილი. სოხუმის ცენტრში ჩამბას სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოდანზე „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების მხარდამჭერები შეიკრიბებიან.  „აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“ გამართავს.

პარალელურად, 11 საათზე აქციას სოხუმის მერიასთან პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ მიტინგს შეთანხმების გასაპროტესტებლად გამართავს. დოკუმენტის ხელმოწერის მოწინააღმდეგეები ამ ფაქტს მწვავედ გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე მოსკოვი და სოხუმი ახალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთიან სამხედრო, საბაჟო და სამართლებრივ სივრცეში მოაქცევს.

მოსახლეობის ნაწილი ამ შეთანხმების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ „აფხაზეთი საკუთარ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დაკარგავს“.

სხვა ახალი ამბები: