სოხუმმა ენგურის პერიმეტრზე დამატებითი ძალები გადაისროლა

0

fsb“ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ საზღვრის დაცვა და გადავისროლეთ მდინარე ენგურის გასწვრივ დამატებით ძალები” ეს განცხადება აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ანქვაბი სოხუმში UNDP -ის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს მაკგოლდრიკომს შეხვდა. “დღეს საქართველოს წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, გულუბრყვილობა იქნებოდა ჩვენი მხირდან რომ გვეთქვა – მდინარ ენგურზე ახალი პუნქტების გახსნის საფუძველი მხოლოდ მოქალაქეებისათვის გადაადგილების დროს პრობლემების მოხსნა იყო” განაცხადა ანქვაბმა შეხვედრაზე. მისივე თქმით დამატებითი ძალების გადასროლით მდინარე ენგურზე მათ მიეცათ საშუალება სრულად აკონტროლონ, ადმინისტარაციული საზღვრის პერიმეტრი და ეს ნაბიჯები გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

შეგახსნებთ, რომ მხოლოდ მაისში, საოკუპაციო ხაზის გასწვრი რუსი ჯარისკაცების ხუთი ახალი საგუშაგო გაიხსნა.

აფხაზეთს დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ დრომდე გალის რაიონში ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეირაღებული ჯგუფები გადადიან, რომლებიც ადამიანებს იტაცებენ და მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

სხვა ახალი ამბები: