სოხუმში დაკავებული ლაკაევის სავარაუდო თანამოაზრე გალის რაიონის მკვიდრია

0

dakaveba_bbაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ სამართალდამცავებმა, რუსი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იუსუფ ლაკაევის თანამზრახველი სოხუმში დააკავეს. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით ლაკაევის თანამზრახველი გალის რაიონის მკვიდრია, თუმცა მის ვინაობას დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამ დრომდე არ ასახელებენ.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით ლაკაევის მოკავშირე, რომელიც აფხაზმა სამართალდამცავებმა წუხელ, გვიან ღამით დააკავეს, ეროვნებით ქართველია. აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ”აიააირა”-ს ინფორმაციით, ლაკაევი გალის რაიონის ხშირი სტუმარი იყო. ის დაკავებული იყო მანდარინის ბიზნესით და ადგილობრივ მოსახლეობასთან ახლო კონტაქტები ჰქონდა.

აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით იუსუფ ლაკაევი რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობას 9 სექტემბრამდეც გეგმავდა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. მათივე ინფორმაციით ლაკაევი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად შემოვიდა. იმავე დღეს მან ბინა რუსი დიპლომატის საცხოვრებელ სახლთან ახლოს იქირავა. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე კი ლაკაევმა საკუთარი ცოლი და მცირეწლოვანი შვილი რუსეთში დააბრუნა.

სხვა ახალი ამბები: