სოხუმში დე-ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ მასიური გამოსვლები დაიწყო

0

53333_viewაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/mitingi-soxumshi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

აფხაზეთის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “აბაზა ტვ” იტყობინება, რომ ორი დღის წინ დაანონსებული მიტინგი სოხუმში, მთავრობის სხლთან უკვე დაიწყო. საინფორმაციო გამოშვების პირველი თემა სწორედ ეს იყო. ამავე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ მიტინგს ათასობით ადამიანი ესწრება. წამყვანის განცხადებით, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა ქალაქის ცენტრში მაინც შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რათა გამოხატოს პროტესტი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ტარიფი ისევ იმ ნიშნულამდე დაწია, რაც აქამდე იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ითხოვს დე-ფაქტო მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას.

“ჩვენ არ გვინდა უმოქმედო და კორუმპირებული მთავრობა. ვითხოთ მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხალხი გადააყენებს”-აცხადებს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯინბა.

სხვა ახალი ამბები: