სოხუმში მდგომარეობა იძაბება: დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმი დაიწყეს

0

suxuuuumსოხუმში გამოსვლები მიმდინარეობს, რომლიც მონაწილეებიც დეფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას ამი შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

დემონსტრანტებმა ადმინისტრაციის შენობაში შეაღწიეს, მათ შენობას ქვები დაუშინეს და შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს. სოხუმში ოპოზიციის გამოსვლები მიმდინარეობს პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამავდროულად, ოპოზიციის ნაწილი ანქვაბთან მოსალაპარაკებლად იმყოფება. ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა, როს შემდეგაც ანქვაბის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხუთიათასამდე ადამიანია შეკრებილი, რომელთა ნაწილი ოპოზიციას და ნაწილი ანქვამს ემხრობა.

სხვა ახალი ამბები: