სოხუმში პრეზიდენტის რეზიდენციასა და ტელევიზიას ოპოზიცია აკონტროლებს

0

apsnyაფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ტელევიზიის შენობას კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სოხუმში მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი კორესპოდენტი აღნიშნავს, რომ თავად აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით სტაბილური რჩება.

ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ის რაც ამჟამად აფხაზეთში ხდება ეს იურიდიულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.ამას გარდა, ანქვაბი აცხადებს, რომ ის აფხაზეთშია და არსად არ წასულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ანქვაბმა მათ მთავრობის გადაყენების პირობა მისცა.

სხვა ახალი ამბები: