სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ

0

226274_1052812193811_3104788_n

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/jenevis-molaparakebebis-Tanatavmjdomareebi-soxumshi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აფხაზეთში ჩავიდნენ და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრა დახურული იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა განაცხადა, ის ფიქრობს, რომ რამდენიმე მიმართულებით დადებითი ტენდენციები იქნება.

,,ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეთა ერთობლივ ტექსტზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებებზე, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ სწრაფად და კრეატიულად მივდივართ წინ”-განაცხადა ლეფორმა.

გაეროს წარმომადგენლის ანტი ტურუნენმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია სტაბილური და მშვიდია.
,,ვფიქრობ ეს საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ დიალოგი და მოვძებნოთ ახალი გზები თანამშრომლობისკენ. სამწუხაროდ ახლა შეუძლებელია გალის ხუთმხრივი შეხვედრების ორგანიზება”-აცხადებს ტურუნენი.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინტბას განცხადებით, კი შედგა დეტალური მსჯელობა.

,,განვიხილეთ ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებული საკითხები”-აღნიშნა ხინტბამ.

ჟენევის მოლაპრაკებები 27-28 მარტს ჟენევაში გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: