სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

0

869819სოხუმში მოკლული რუსი დიპლომატის მკვლელობის გამოსაძიებლად აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომისია ჩამოვა. ამ ინფორმაციას აფხაზური მედია საშუალებები ავრცელებენ. სანამ რუსული მხარე გამოძიების საკუთარ მეთოდებზე გადავა, მანამდე აფხაზეთში გამოძიებას აფხაზური ე.წ მართლმსაჯულება ცდილობს. დღის მეორე ნახევარში სოხუმში პირთა ჯგუფი დააკავეს. იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ეჭვმიტანილები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი სულ სხვა საქმეზე იყვნენ დაკავებული.

აფხაზეთის თვით გამოცხადებულ რესპუბლიკაში მკვლელობის მოტივებსა და სავარაუდო შემსრულებლებზე უკვე გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები. რუსი და აფხაზი ეროვნების ე.წ ექსპერტები დღეს დილით განხორციელებულ მკვლელობაში ქართულ კვალს ხედავენ. ისინი თამამად აცხადებენ, რომ აღნიშნული მკვლელობა სავსებით შესაძლებელია ქართული სპეცსამსახურების ორგანიზებული იყოს. მოტივად წინასწარგანზრახულ პროვოკაციას ასახელებენ.

სოხუმში მკვლელობიდან ერთ საათში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო კომისია. სასწრაფოდ შეიკრიბა ე.წ უშიშროების საბჭო, სადაც ალექსანდრე ანქვაბმა სპეციალური დავალებები მისცა  გენპროკურორ საფარბეი მიქანბას, უშიშროების საბჭოს მდივანს კრისტიან ბჟანიას და შინაგან საქმეთა მინისტრს ოთარ ხეციას.

 

 

სხვა ახალი ამბები: