სოხუმში საქალაქო საბჭოს საათის კოშკი ამუშავდება

0

admsukhumსოხუმში მთავარი საათის კოშკის რემონტი დაიწყეს. როგორც smo.ge-ს კორესპონდენტი აიდა ბჟანია იტობინება საათის კოშკის რემონტისთვის დაახლოებით 800.000 რუსული რუბლი დაიხარჯება. საათის კოშკში დამონტაჟდება ახალი ციფრული სისტემა, რომელიც ყოველი საათის ბოლოს მთელს სოხუმს ამცნობს თუ რომელი საათია, ასევე შესთავაზებს სხვადასხვა მელოდიებს განწყობის ასამაღლებლად.

საათის კოშკის უნიკალური მექანიზმის მუშაობისთვის ადმინისტრაციამ თანამშრომლების კონკურსი გამოავცადა, სადაც მხოლოდ ხუთი თანამშრომელი იმუშავებს და ისინი 24 საათის განმავლობაში ერთმანეტს შეცვლიან.

შეგახსენებთ, რომს სოხუმში საათის კოშკის არსებობას საფუძველი ჩაეყარა 1955 წელს. ეს საჩუქარი საქალაქო საბჭოს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  პოლიტბიუროს წევრებმა გაუკეთეს

სხვა ახალი ამბები: