სოხუმში შტურმი განახლდა: ანქვაბმა რეზიდენცია უკანა კარებიდან დატოვა

0

shod27მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბსა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის დამთავრდა, თუმცა ხალხი რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავად ანქვაბის გამოჩენასა და გადადგომაზე განცხადების გაკეთებას ელოდა, არ შედგა. როგორც ადგილობრივი კორესპონდენტი ინალ ხაშიგი იტყობინება, ანქვაბმა მთავრობა გადააყენა, თავად კი არ გადადგა.

ინალმ ხაშიგმა რადიოეთერის საშუალებით განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა პრეზიდენტის რეზიდენცია უკანა კარებიდან დატოვა. უკმაყოფილო დემონსტრანტებმა კი პრეზიდენტის შტურმი განაახლეს და ისინი უკვე ამავე შენობაში არიან შეჭრილნი.

ჯერჯერობით დაუდგენელია თუ სად გაიქცა ალექსანდრე ანქვაბი. ადგილობრივი პრესა იტყობინება, რომ ანქვაბის მანქანამ გეზი გაგრის რაიონისკენ აიღო გეზი. გამორიცხული არ არის, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტმა მოსკოვს შეაფაროს თავი სანამ სიყუაცია დასტაბილურდება.

სხვა ახალი ამბები: