სოხუმში 9 წლის ვერჯენე სურმენელიანი წამებით მოკლეს

0

ybistvoსოხუმის გარეუბანში აღმოჩენილი მეოთხეკლასელი გოგონას საქმეზე აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურორმა საფარბეი მიქამბამ დღეს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა გამართა. საქმე ეხება სოხუმის გარეუბან გუმისთაში გუშინ მოკლულ სომეხი ეროვნების პატარა გოგონას ვერჯენე სურმენელიანს.

2004 წელს გუმისთაში დაბადებული ვერჯენე სურმენელიანი ადგილობრივებმა მიტოვებულ სახლში გუშინ იპოვეს. მას ცივი იარარით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულმკერდის არეში. დე-ფაქტო პროკურორის, მიქანბას ინფორმაციით სურმენელიანი ჯერ გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ მოკლეს. გუმისთის მცხოვრებლებმა მკვლელობის დეტალებზე არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ პატარა გოგონას ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

დაახლოებით იმავე სახლში ერთი თვის წინ კიდევ ერთი არასრულწლოვანი იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სოხუმის გარეუბანში მანიაკი დადის, რომლის მსხვერპლიც ძირითადად მცირეწლოვანი გოგონები არიან.

თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორსა და გე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და საქმის სასწრაფოდ გახსნა დაავალა.