სოხუმში18 სექტემბერს დანიშნული საპროტესტო აქცია ქართველების წინააღმდეგ იქნება მიმართული

0

577423_513122498733407_890501663_nთვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროკლამაციები ვრცელდება, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ 18 სექტემბერს სოხუმის ცენტრში დანიშნულ საპროტესტო აქციაზე. აქციას რაულ ხააჯინბას პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმთან” ერთად ”ერთიანი აფხაზეთი”, “აფხაზეთის სახალხო პარტია” და ვეტერანთა ორგანიზაცია ”არუა” მართავენ.

დილიდან გავრცელებულ პროკლამაციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 26 ათას ეთნიკურ ქართველზე აფხაზური პასპორტები გაიცა. პროკლამაციის ავტორები ამ ციფრს საგანგაშოდ მიიჩნევენ და მას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასასრულად თვლიან.

”აფხაზეთის მოქმედმა ხელისუფლებამ აფხაზეთის სახელმწიფო კონსტიტუციის უხეში დარღვევით მოქალაქეობა მიანიჭა 26.000-მდე  საქართველოს მოქალაქეს. მზად არის კიდევ რამდენიმე ათასი პასპორტი ქართველებზე გასაცემად, რაც საფრთხეს უქმნის ერის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა კვლავ მოექცეს საქართველოს ფაშისტური პოლიტიკური მმართველობის ქვეშ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს! მოგიწოდებთ, ქუდზე კაცი გამოვიდეს სახელმწიფოს დასაცავად!”-ნათქვამია სოხუმში გავრცელებულ პროკლამაციებში.

ცნობისათვის, საპროტესტო აქციას აფხაზეთში მოქმედი ე.წ პოლიტიკური პარტიები, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ, სადაც იმავე დღეს სესიაა დანიშნული. პარტიის ლიდერები გამოდიან ინიციატივით, ე.წ კანონმდებლები აიძულონ შეცვალონ მოქმედი კანონი პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქცია სოხუმში 18 სექტემბერს, 11.00 საათზეა დაგეგმილი.

obrashenie

სხვა ახალი ამბები: