სპეცოპერაცია გალში:-ლიკვიდირებულია ყაჩაღური დაჯგუფების ერთი წევრი

0

specoperaciaგალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილია ერთი ყაჩაღი, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. გარდაცვლილის სავარაუდოდ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული, სოფელ სიდას მკვიდრი მურთაზ სანაიაა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მოსახლეობას დაუკავშირდა, სადაც სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ერთ-ერთი ბანდფორმირების წევრი. მათი განცხადებით, სოფელში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა ძლიერი სროლების ხმა.

“მთელი ღამე ძლიერი სროლები იყო სოფელში. ძალიან შეგვეშინდა და თითქმის არც გვიძინია. დილით გავიგეთ, რომ სპეცრაზმმა ერთ-ერთი ყაჩაღი მოკლა, ერთი კი დაჭრილია. როგორც სოფელში ამბობენ ვიღაც სანაია აღმოჩნდა სოფელ სიდადან, რომელიც იანვრის თვეში გაათავისუფლეს ციხიდან. ერთი კი დაჭრილია, მაგრამ მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია,”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი მურმან ჯ.

აფხაზური წყაროების ინფორმაციით წუხელ გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სპეცრაზმებმა ერთ-ერთი ბანდიტური დაჯგუფების წევრი მოკლეს, ხოლო ამავე დაჯგუფების 7 წევრი დაკავებულია. ამავე წყაროს ინფორმაციით აღნიშნული დაჯგუფება გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში მოქმედებდა. მათ სახელთანაა დაკავშირებული ადამიანთა გატაცებები და რამდენიმე დღის წინ ქვემო ბარღებში ენგურის ხიდისკენ მიმავალი ავტობუსის დაყაჩაღებაც.

სხვა ახალი ამბები: